ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგი მიმდინარეობდა წნორის N1 საჯარო სკოლაში 9 დღის განმავლობაში. ტრენერი - დიმიტრი პოპოვი.
ტრენინგის განმავლობაში გავეცანით პროექტებით სწავლების მნიშვნელობას. პროექტები საშუალებას იძლევა განუვითაროს მოსწავლეებს თანამშრომლობის, აზროვნების, ანალიზის და მრავალი სხვა უნარ-ჩვევა. განვიხილეთ ძირითადი აქტივობები პროექტის დაგეგვისათვის, შევქმქნით პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე თავისი ქვესააღალდეებით. ფაილების მართვის ასეთი სისტემა დაგვეხმარება ორგანიზებულად შევინახოთ, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული ნამუშევრები. პროექტზე მუშაობისას გამოვავლინეთ სტანდარტზე განსაზღვრული შედეგები და მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, განვიხილეთ განმავითარებელი და განსაზღვრელი შეფასებები. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაზეც უნდა ვიმუშავოთ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორს, მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს დიმა პოპოვს.
Комментариев нет:
Отправить комментарий