понедельник, 11 апреля 2016 г.

მეცხრე დღე,

     ტრენინგის რეფლექსია

    ტრენინგი მიმდინარეობდა წნორის N1 საჯარო სკოლაში 9 დღის განმავლობაში.        ტრენერი - დიმიტრი პოპოვი.
    ტრენინგის განმავლობაში გავეცანით პროექტებით სწავლების მნიშვნელობას. პროექტები საშუალებას იძლევა განუვითაროს მოსწავლეებს თანამშრომლობის, აზროვნების, ანალიზის და მრავალი სხვა უნარ-ჩვევა. განვიხილეთ ძირითადი აქტივობები პროექტის დაგეგვისათვის, შევქმქნით პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე თავისი ქვესააღალდეებით. ფაილების მართვის ასეთი სისტემა დაგვეხმარება ორგანიზებულად შევინახოთ, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული ნამუშევრები. პროექტზე მუშაობისას გამოვავლინეთ სტანდარტზე განსაზღვრული შედეგები და მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, განვიხილეთ განმავითარებელი და განსაზღვრელი შეფასებები. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაზეც უნდა ვიმუშავოთ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. 
  
   დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორს, მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს დიმა პოპოვს.

ტაუსი ბეჟაშვილის პორტფოლიო

среда, 6 апреля 2016 г.

მერვე დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმა და განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება.ასევე გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. ვისწავლეთ სიმღერაზე ფონოგრამის დადება.რაც ჩემთვისაც სახალისო იყო და მითუმეტეს ბავ\შვებს ვიცი რომ დააინტერესებთ ძალიან. მადლობა ტრენერს.

понедельник, 4 апреля 2016 г.

მე-7 დღე

დღეს ვისწავლე შეფასების ბიბლიოთეკის დათვალიერება. საიდანაც გამოვიყენე ბევრი ფაილი და საინტერესო იყო ჩემთვის. ასევე ვისწავლე პროექტის შეფასების რუბრიკების შექმნა. მადლობა ტრენერს!

среда, 30 марта 2016 г.

დღე 6

დღეს ვისწავლეთ ინტერნეტსივრცეში მასალების მოძიება.ვნახეთ ბევრი საინტერესო ვებგვერდის მისამართი.რომელიც დამეხმარება სასწავლო პროცესში. გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.გავაკეთეთ სლაიდები მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული. ვნახეთ პოსტერები. 

понедельник, 28 марта 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით. შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია, ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მადლობა ტრენერს თავდაუზოგავი შრომიშთვის.

პორტფოლიოს საქაღალდე